SkyService 2019-ის რიგით მე-4 დაჯილდოების ცერემონიალზე ავიაკომპანია Georgian Airways-მა  ტრადიციულად არაერთ ნომინაციაში გაიმარჯვა: მათ შორის, დარგის ლიდერის ტიტული მოიპოვა და ოქროს მედალი გადაეცა.

ასევე, ბრინჯაოს მედალი აიღო საბორტო ჟურნალის ყდის დიზაინისთვის.

SkyService-ის ფორუმი ავიაკომპანიებს ხელს უწყობს ბორტზე არსებული სერვისის გაუმჯობესებაში.

უკვე მე-3 წელია აღნიშნულ ღონისძიებაში Georgian Airways-ი აქტიურად არის ჩართული.