EUROCONTROL-ის ცნობით, 2021 წლის 8 თვეში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფრენებისგან ნახშირორჟანგის ემისია საქართველოში 34.7%-ით შემცირდა. 
ეს ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე (–56.3%)  ნაკლებია, რაც საქართველოს ავიაბაზრის შედარებით სწრაფ აღდგენაზე მიუთითებს.
2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ევროპაში CO2-ის ემისია მხოლოდ ლუქსემბურგში გაიზარდა, ისიც უმნიშვნელოდ (+1.4%).
კლების მიხედვით კი ფინეთი ლიდერობს, სადაც CO2-ის ემისია 74.7%-ით შემცირდა.