ევროპას უახლოეს 20 წელიწადში 8705 საჰაერო ხომალდი დასჭირდება, – ავიამშენებელმა კორპორაცია Boeing-მა ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელიც პანდემიის შემდეგ, ევროპის ბაზარზე გამოჯანმრთელების ტემპზეა დაფუძნებული.

Boeing-ის გათვლების მიხედვით, მომდევნო 20 წლის განმავლობაში, ევროპაში თვითმფრინავებზე მოთხოვნა დამოკიდებული იქნება ვიწროფიუზელიაჟიანი პარკის განახლებებზე.

2040 წლამდე, ახალი თვითმფრინავების ევროპული ბაზრის მოცულობა შეფასებულია 8705 ერთეულამდე.

კომერციული თვითმფრინავების ბაზრის პროგნოზის უახლესი ვერსიით, ამერიკული თვითმფრინავების მწარმოებელი ვარაუდობს, რომ 2040 წლამდე ევროპაში სამგზავრო ავიამიმოსვლის წლიური ზრდა 2019 წლის ბაზის გათვალისწიებით, 3.1%-ი იქნება. 

ამავე დროს, მოთხოვნა გრძელმაგისტრალურ გადაზიდვებზე კრიზისამდელ მაჩვენებლებს  2023 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში მიაღწევს.  ამ პერიოდის განმავლობაში, ევროპული თვითმფრინავების ფლოტი, რომლის სიმძლავრეც 90-ზე მეტი ადგილია, გაიზრდება 2.7%-ით, ხოლო დაახლოებით 700 ხანდაზმული თვითმფრინავები შეიცვლება უფრო ეფექტური თვითმფრინავებით.