EUROCONTROL-ის ინფორმაციით, ფრენების პუნქტუალობა ისევ პრობლემატურია. დღეს, 2019 წელთან შედარებით, ვითარება 5,4%-ით გაუარესებულია. ავიარეისების 31,4% დანიშნულების აეროპორტში 15 წუთზე მეტი დაგვიანებით ჩადის.
მცირედით გაუარესებულია გამგზავრების პუნქტუალობაც და 2019 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელიც 5,4%-ს შეადგენს. რეისების 38,7% აფრენას 15 წუთზე მეტით აგვიანებს.
ამ ყველაფრის მიღმა არის ცვალებადი ღირებულებები – მაგალითად, ევროპის ტოპ-აეროპორტებში, გამგზავრების პუნქტუალობა, ანუ დროულად გამგზავრების მაჩვენებელი 34%-დან 83%-მდე მერყეობს.