ლონდონის გეტვიკის აეროპორტი არის ყველაზე ცუდი აეროპორტი ევროპაში, დაასკვნა მგზავრთა უფლებების დაცვის კომპანია AirHelp-მა. საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომლების გაფიცვებმა, პერსონალის დეფიციტმა და უკრაინაში ომის გამო ფრენების შეზღუდვებმა შესაძლოა აეროპორტის კოლაფსი გამოიწვიოს.
აეროპორტის მთავარმა გადამზიდავმა EasyJet-მა სექტემბრამდე 1700 ფრენა უკვე გააუქმა, რაც გავლენას მოახდენს 100000-ზე მეტი მგზავრის გეგმებზე.
შედეგად, ივნისში აეროპორტში ფრენების 54% ან გაუქმდა ან გადაიდო 15 წუთზე მეტით.
მანჩესტერი ასევე მოხვდა ევროპის ათ ყველაზე ცუდ აეროპორტს შორის, გაუქმებული ფრენების 43,8%-ით. ჰითროუში ეს მაჩვენებელი 40% იყო.
EasyJet-ის ვითარება იმეორებს გასული ზაფხულის მოვლენებს, როდესაც ჰითროუმ შეზღუდა მგზავრთნაკადი და ავიაკომპანიებს სთხოვა შეეზღუდათ ბილეთების გაყიდვა გაფიცვებისა და მუშახელის დეფიციტის გამო.
მოგზაურობის დაჯავშნის საიტის Hopper-ის კვლევის თანახმად, აპრილის ბოლოდან ევროპაში მოგზაურობის მოთხოვნამ აშშ-დან 2019 წლის მაჩვენებელს 20%-ით გადააჭარბა. ძვირდება ფრენებიც: კომპანიის ინფორმაციით, ამერიკიდან ევროპაში ბილეთების ფასები ყველაზე მაღალია ბოლო 6 წლის განმავლობაში.
AirHelp-ის მიხედვით (ივნისის მონაცემები) გთავაზობთ ევროპის ათი აეროპორტის ჩამონათვალს, სადაც ფრენის გაუქმების ან დაგვიანების რისკი ამ ზაფხულს ძალიან მაღალია,
1. ლონდონის გეტვიკის აეროპორტი, გაუქმებულია ფრენების 54,08%;
2. ლისაბონის აეროპორტი ჰუმბერტო დელგადო, ფრენების 51,04% გაუქმებულია;
3. კოპენჰაგენის კასტრუპის აეროპორტი, გაუქმებულია ფრენების 50,88%;
4. პარიზის აეროპორტი შარლ დე გოლი, გაუქმებულია ფრენების 50,60%;
5. ანტალიის აეროპორტი, გაუქმებულია ფრენების 47,34%;
6. სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტი, გაუქმებულია ფრენების 46,85%;
7. რომის ფიუმიჩინოს აეროპორტი ლეონარდო და ვინჩი, გაუქმებულია ფრენების 44,05%;
8. მანჩესტერის საერთაშორისო აეროპორტი, გაუქმებულია ფრენების 43,78%;
9. მილანის მალპენსას აეროპორტი, გაუქმებულია ფრენების 43,66%;
10. ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტი, გაუქმებულია ფრენების 42,99%.