საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენები შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებიც არ არიან სანქცირებულთა სიაში, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაშია აღნიშნული.
უწყებაში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო განმარტავენ, რომ:
გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტზე:
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტზე.
„კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ: ფრენები აეროპორტებში შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ და იმ ბორტებით, რომლებსაც სანქციები არ შეხებიათ. განსხვავებული მიდგომები არც ერთ საერთაშორისო აეროპორტებს შორის არ იქნება“, – აცხადებენ გაერიანებაში.