ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas-ი 2025 წლის ბოლოს სიდნეიდან ლონდონის მიმართულებით 20 საათიანი ფრენის განხორციელებას გეგმავს, რაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრენა იქნება.

ავიაკომპანია ფრენებს Airbus 350-1000-ით განახორციელებს, ხოლო მთლიანი მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 17000 კმ იქნება.

ახლა მსოფლიოში ყველაზე გრძელ რეისს ახორციელებს Singapore Airlines – გადამზიდავი დაფრინავს ჩანგიდან ნიუ-იორკში. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 15000 კმ-ია, მგზავრობის ხანგრძლივობა კი 18 საათი 40 წუთი.