გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტის აეროპორტში მგზავრებს რობოტი ელოდება. „ჭკვიანი“ დამხმარე FRAnny მზადაა მგზავრებს მიაწოდოს ინფორმაცია რეისების შესახებ, უჩვენოს საჭირო გეითი, კვების ობიექტები და ასევე მგზავრს Wi-Fi სერვისის მიღებაში დაეხმაროს. რობოტს შეუძლია მგზავრთან სხვადასხვა ენაზე დაამყაროს კომუნიკაცია.

პროექტი ფრანკფურტის აეროპორტისა და ტექნოლოგიური კომპანიების:Fraport AG-სა და DB Systel Gmbh-ის ერთობლივი ნამუშევარია.

ექსპერტების განმარტებით, FRAnny ხალხთან კომუნიკაციას ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამყარებს. რობოტი იყენებს აეროპორტის საინფორმაციო ბაზას და ისე აწვდის მგზავრს დეტალურ ინფორმაციას.

რობოტი აეროპორტში სატესტო რეჟიმში კიდევ 6 თვის განმავლობაში იმუშავებს.