სინგაპურის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (CAAS) მიმდინარე წელს საჰაერო ტაქსების სერვისის სატესტო რეჟიმში გაშვებას გეგმავს. ინფორმაციას აღნიშნულის Channel News Asia ავრცელებს.

ტაქსს ვერტმფრენის ფორმა ექნება, თუმცა მისმა შემქმნელებმა ის უპილოტო საფრენი აპარატის კონცეფციით შექმნეს.

აფრენა და დაფრენა ვერტიკალურ მდგომარეობაში დისტანციური მარტით, ან ავტომატურ რეჟიმში მოხდება.
საჰაერო აპარატის კაბინაში 2 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და მას 30 კმ-ს დაფარვა შეუძლია.

როგორც უცხოური მედია წერს, საჰაერო ტაქსის ტესტირება წყალზე მოხდება და არა დასახლებულ პუნქტში.