ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი,ნიცა, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი, ტურკუ – ამ ახალი მიმართულებით ფრენებს Wizz air-ი ქუთაისიდან იწყებს.
საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია ვიზეარის ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ავიაკომპანია ახალი 12 ევროპულუი მიმართულებით ფრენებს იწყებს. “ქუთაისის აეროპორტიდან 7 მიმართულებით წლის ბოლომდე დაიწყება პირდაპირი ფრენები, დანარცენი 2020 წლიდან დაიწყება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მივიღოთ დამატებითი ევროპელი ტურისტი. განსაკუთრებით საინტერესოა ფინეთი და შვედეთი გვექნება პირდაპირი ფრენები პირველად ისტორიაში. მზარდი ინტერესია სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართ და და შესაძლებლობა გვექნება რომ ამ ქვეყნებიდანაც მივიღოთ ტურისტები”, – განაცხადა თურნავამ.
“მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის ავიაბაზარზე მესამე თვითმფრიმავის დაანონსების შემდედ, მალევე ორი ერთეული Airbus A 320 ის განთავსება მოხდება. რაც ქართულ საავიაციო ბაზარზე დამატებით 202 მლნ დოლარის ინვესტიციაა. საქართველოს ავიაბაზრის ნომერ პირველი ავიაკომპანია Wizz Air აგრძელებს უპრეცენდენტო ზრდას და მოგზაურებისთვის დაბალბიუჯეტიანი მგზავრობის შესაძლებლობის შექმნის გარდა, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების დიაპოზონი, რომელიც მოხვდა 12 ავიამიმართულებაში. ვფიქრობთ, მათთვის მიმზიდველია საქართველო როგორც ტურისტული მიმართულება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 41 საერთაშორისო მიმართულებაა, ხოლო Wizz Air-ის მეშვეობით უკვე 39 ავიამიმართულებაა. ძალიან მალე ვიზეიმებთ 1.4 მლნ მგზავრის გადაყვანას, რაც კიდევ უფრო მეტი სტიმულია საქართველოს ტურისტული მიმზიდველობის გაზრდისთვის”, – განაცხადა ანდრაშ სებოკმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და Wizz Air-ს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებისა და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაანონსებიდან უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში – 4 თვეში, Wizz Air ქუთაისში მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავსა და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს.
2020 წლის ზაფხულისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ევროკავშირის უკვე 19 ქვეყნის 39 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.
“დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს, რომ 2019 წელს Wizz Air -ის ავიაბაზაზე 4-მდე გაიზრდება საჰაერო ხომალდების რაოდენობა, 2020 წელს კი – ხუთამდე. საერთო ჯამში Wizz Air -ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 39 მიმართულებაზე იფრენს. რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, რომ ქუთაისი უნდა იყოს რეგიონალური ცენტრი დაბალბიუჯერიანი ავიაკომპანიებისთვის და ავიაშეთავაზებებისათვის. ეს საშუალებას მისცემს უცხოელ ტურისტებს, განსაკუთრებით კი ტურისტებს ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ საქართველოში . დაანონსებული რეისები უკვე გაყიდვაშია”, აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.
ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზეარის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ვიზეარი ბაზრის ლიდერი გახდა.