თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი კვების ობიექტი illy Caffe შეემატა. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის “ტავ ჯორჯიას” ინფორმაციით, კაფე აეროპორტის გაფრენის დარბაზში  გაიხსნა.

illy Caffe მგზავრებს 30-მდე სხვადასხვა სახეობის იტალიური ყავის ფართო არჩევანს სთავაზობს. ამასთანავე მგზავრებს სხვადასხვა კერძისა და დესერტის დაგემოვნებაც შეუძლიათ.
დღეისათვის იტალიური ბრენდი illy Caffe 160 ფილიალით 36 ქვეყანაშია წარმოდგენილი.