საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების გამოძიების და ანალიზის ბიუროს (BEA) ექსპერტებმა სამშაბათს გამოაქვეყნეს საკუთარი ანგარიში Ethiopian Airlines-ის Boeing 737 MAX 8 თვითმფრინავის 2019 წლის გაზაფხულზე ჩამოვარდნის შესახებ. დოკუმენტში მათ ეთიოპიელი კოლეგების მოხსენებას არასრული უწოდეს და ეკიპაჟის შეცდომები დააფიქსირეს, რამაც, მათი აზრით, კრიტიკულ სიტუაციაში ვითარება გააუარესა.

“ბიურო აღნიშნავს, რომ ერთადერთი სავარაუდო მიზეზი, რომელიც დაცულია ეთიოპიის საჰაერო სადესანტო გამოძიების ბიუროს ანგარიშში, არის მანევრირების მახასიათებლების გაზრდის სისტემის (MCAS) გააქტიურება”, – განაცხადეს BEA-ს 331-გვერდიანი მოხსენების კომენტარებისას.

ფრანგი ექსპერტების დასკვნა ეხება სისტემის განმეორებით გააქტიურებას, რამაც გამოიწვია თვითმფრინავის ცხვირის დაწევა ადის-აბებადან აფრენის შემდეგ, რის გამოც პილოტებს წინა კურსის აღსადგენად ჩარევა მოუწიათ. ვერ შეძლო რა ფრენის დაგეგმილი გზის შენარჩუნება, კაპიტანმა აეროპორტში დაბრუნება მოითხოვა, თუმცა, შემობრუნების პროცესში ეკიპაჟმა დაკარგა კონტროლი და თვითმფრინავი მიწას დაენარცხა. ავარიის შედეგად დაიღუპა 149 მგზავრი, ეკიპაჟის 7 წევრი და დაცვის ოფიცერი.

2019 წელს მარტში ეთიოპიაში ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის კუთვნილმა Boeing 737-მა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავის ბორტზე 157 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი რადარებიდან აფრენიდან 6 წუთის მერე გაქრა.