ასტანას აეროპორტში ძლიერი ნისლის გამო, Lufthansa-ს ფრანკფურტი-ალმათი-ასტანას რეისი, სარეგისტრაციო ნომრით DLH-649 ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

როგორც Trend-ს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, Airbus A330, ბორტზე 123 მგზავრით, ბაქოს აეროპორტში ადგილობრივი დროით 06:58 საათზე დაჯდა.

თვითმფრინავის კაპიტნის გადაწყვეტილებით, 08:38 საათზე, თვითმფრინავი ბაქოს აეროპორტიდან ფრანკფურტის მიმართულებით გაფრინდა.