ავიაინციდენტის დროს აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ფლორიდაში 21 ადამიანი დაშავდა. Boeing-737 დაფრენისას ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა.

დაშავებულები სხვადასხვა ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს.

თვითმფრინავის ბორტზე 143 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 136 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.

რეისს ავიაკომპანია Miami Air International-ი ასრულებდა. თვითმფრინავის ავიაპარკი Boeing-737-800-ისგან შედგება.

CNN-ის ცნობით, კომპანია ავიარეისს კუბაზე მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზა გუანტანამოდან ასრულებდა.