ევროვიზია 2019-ის ქართველი კონკურსანტი ოთო ნემსაძე შემოქმედებით ჯგუფთან ერთად თელ-ავივში დღეს მიემგზავრება.

ისრაელის დედაქალაქში ოთო ნემსაძის და შემოქმედებითი ჯგუფის ოფიციალური გადამყვანი ავიაკომპანია Myway Airlines-ია.

“ავიაკომპანია Myway Airlines-ი ყოველთვის მზადაა და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიღებთ მონაწილეობას ასეთ აქტივობებში. ჩვენი ავიაკომპანია ასოცირდება ძალიან ბევრ გამარჯვებასთან და წარმატებასთან. ჩვენ გვინდა, რომ ევროვიზიის ქართველ მონაწილეს წარმატება ვუსურვოთ”, აცხადებს Myway Airlines-ის კომერციული დირექტორი იგორ აფციაური.

ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსზე ქართველი კონკურსანტი ოთო ნემსაძე კონკურსის პირველ ნახევარფინალურ ტურში, 14 მაისს, მე-11 ნომრად იმღერებს.

„სულ წინ იარე“ – ასე ჰქვია ქართველი მომღერლის საკონკურსო სიმღერას, რომლის  ვიდეორგოლის გადაღებებიც მალთაყვაში, ენგურის ხიდსა და თბილისის ზღვაზე მიმდინარეობდა. ვიდეორგოლის რეჟისორი გიორგი ებრალიძე, მუსიკისა და ტექსტის ავტორები კი რომა და დიანა გიორგაძეები არიან.

„ევროვიზია 2019″ თელ-ავივში 14, 16 და 18 მაისს გაიმართება.