ფლორიდაში, მირამარის დასახლებაში, მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფას ბორტზე მყოფი ორივე ადამიანი ემხსვერპლა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წარმომადგენელთა ინფორმაციით, Aventura II ტიპის ერთძრავიანმა თვითმფრინავმა კატასტროფა North Perry-ის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, მალევე განიცადა და ელექტროგაყვანილობის ხაზებთან კონტაქტის შედეგად, საცხოვრებელი სახლის სახურავს შეეჯახა.

სახლის მეპატრონეები არ დაშავებულან. მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის მიზეზების დასადგენად.

შესაბამისი ჯგუფები კი მუშაობენ, რათა ჩამოვარდნილი თვითმფრინავი სახლის სახურავს მოაშორონ. ავიაკატასტროფისას ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, მირამარის დასახლებაში 35 ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.