ფინეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამკაცრდა ფინეთში გამგზავრების პირობები.

საქართველოს მოქალაქეებს ფინეთში გამგზავრება შეეძლებათ მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • ფინეთის მოქალაქის ოჯახის წევრი
  • პირი, რომელიც ფლობს ფინეთში ბინადრობის ნებართვას
  • პირი, რომელიც დასაქმებულია საკვანძო სფეროში

ამ მიზნებისათვის, საკვანძო სფეროების მუშაკებს განეკუთვნებიან:

  • პირები, რომელთა სამუშაოც დაკავშირებულია საზოგადოების ფუნქციონირების ან მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების საკითხებთან, და რომლის გადადებაც შეუძლებელია; (მუშაკმა თავად უნდა წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია საზღვარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას შეიძლება უარი ეთქვას ფინეთში შესვლაზე);
  • ჯანდაცვის და საგანგებო სიტუაციების (მათ შორის სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების) მუშაკები და პირები, რომლებიც უვლიან ხანდაზმულებს;
  • სატვირთო გადაზიდვებსა და ლოგისტიკურ მომსახურებაში ჩართული პირები, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
  • დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები;
  • სამხედრო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
  • ოფიციალურ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიზნით მიმავალი სახელმწიფო მოსამსახურეები;
  • დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელები;

განსაკუთრებული საჭიროების ან შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში, უცხოეთიდან, ასევე, შეიძლება დაიშვას მედიის წარმომადგენლები, აეროპორტის ტრანზიტით მიმავალი მგზავრები ან კერძო საკუთრების მოსანახულებლად მიმავალი პირები.

მესამე ქვეყნებიდან ფინეთში შესვლა გამონაკლისი სახით, ასევე, შეიძლება დაიშვას ოჯახური მდგომარეობით გამოწვეული მიზეზების გამო (შვილის დაბადება, უშუალო ოჯახის წევრის ავადმყოფობა, საკუთარი ქორწილი, ახლო პირადი ურთიერთობა)

ასევე, დაშვებულია ზოგიერთი სპეციალური ჯგუფის შესვლა სპორტული, კულტურული და საქმიანი ვიზიტებისათვის. ამისათვის საჭიროა, რომ მომწვევმა მხარემ შეავსოს სპეციალური ფორმა და გადააგზავნოს შემდეგ მისამართზე: rajavartiolaitos@raja.fi

ფინეთში გამგზავრების მსურველმა პირმა უნდა გაითვალისწინოს იქ არსებული კარანტინისა და ტესტირების რეკომენდაციები. დეტალური ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.finentry.fi/en/

10 დღიანი თვითიზოლაცია რეკომენდირებულია ყველა მოგზაურისთვის, გარდა ე.წ. მწვანე ქვეყნებიდან მიმავალი პირებისა.

თვითიზოლაციის ვადის შემცირება შესაძლებელია, თუ პირი ფინეთში ჩაიტარებს ორ COVID-19 ტესტს.

თვითიზოლაცია აღარ იქნება სავალდებულო, თუ პირი წარადგენს დოკუმენტს, რომ მას ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვს ახალი კორონავირუსი COVID-19.

ასევე, თუ პირი ფინეთში მიემგზავრება 72 საათზე ნაკლები ვადით, შეუძლია არ გადავიდეს თვითიზოლაციაში, იმ პირობით, რომ საზღვარზე წარადგენს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტის უარყოფით პასუხს.

ფინეთის სასაზღვრო პოლიცია ხელმისაწვდომია შემდეგ ნომერზე +358 295 420 100 ან ელ.ფოსტის მეშვეობით: rajavartiolaitos@raja.fl

ეს წესები მოქმედებს 2021 წლის 25 თებერვლამდე.