ნორვეგიის სამეფოში ამოქმედდა მოგზაურობის რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამა: https://reg.entrynorway.no/

ნორვეგიაში გამგზავრების მსურველმა პირებმა, მგზავრობამდე არაუგვიანეს 72 საათისა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია და საზღვარზე წარმოადგინონ რეგისტრაციის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საზღვარზე, ასევე, სავალდებულოა მგზავრობამდე 24 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი შედეგის წარდგენა, ხოლო, ნორვეგიის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ კი 10 დღიანი კარანტინის გავლა საკარანტინე სასტუმროში, ან საკუთარ საცხოვრებელში.

ამასთან, 29 იანვრიდან გამკაცრდა საზღვრის კვეთის რეგულაციები და ნორვეგიაში გამგზავრების უფლება მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის პირებს გააჩნიათ:

  • ნორვეგიაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის დიპლომატიური მისიების და საკონსულო დაწესებულებების პერსონალი, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები, მათ შორის ოჯახის წევრები. იგივე ეხება მესამე ქვეყნიდან აკრედიტებულ დიპლომატებს და დიპლომატიურ კურიერებს;
  • თუ არსებობს სპეციალური გარემოებები, რომლებიც მოითხოვს პირის ნორვეგიაში შესვლას, მათ შორის ნორვეგიაში მყოფ პირებზე ზრუნვის ვალდებულება;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე მშობლებს შორის დადგენილი შეთანხმებით შვილთან კონტაქტის მიზნით;
  • ნორვეგიის რეზიდენტების ახლო ნათესავები, მაგ.: მეუღლე, რეგისტრირებული პარტნიორი, არასრულწლოვანი შვილები და გერები, არასრულწლოვანი ბავშვის ან გერის მშობლები ან შვილად ამყვანები;
  • ჟურნალისტები და უცხოური მედიის წარმომადგენლები პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში;
  • მეზღვაურები და საავიაციო პერსონალი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ახორციელებს საქონლის ან მგზავრების კომერციულ გადაზიდვას;
  • მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმიანობის სფეროში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები; 

ამ რეგულაციების მიზნებისთვის, სამოქალაქო დაცვის დირექტორატის მიერ განსაზღვრული მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმიანობაა:

  • მმართველობა და კრიზის-მენეჯმენტი
  • თავდაცვა
  • სამართალდამცავი ორგანოები
  • ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა, მათ შორის აფთიაქები და დასუფთავების სფერო
  • გადაუდებელი დახმარების სერვისები
  • სამოქალაქო სექტორის ციფრული უსაფრთხოება
  • ბუნება და გარემოს დაცვა
  • მიწოდება/ტრანსპორტირება
  • წყალი და კანალიზაცია
  • ფინანსური სერვისები
  • ენერგიის მიწოდება
  • ელექტრონული კომუნიკაციები
  • ტრანსპორტი
  • სატელიტური სერვისები