აშშ-ს სააპელაციო სასამართლომ მოისმინა არგუმენტები, რომლის მიხედვითაც, ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ (FAA) სამგზავრო თვითმფრინავების სავარძლების გაბარიტების ზუსტი, დასაშვები მოცულობა უნდა დაადგინოს.
2018 წელს, კონგრესის თქმით „FAA-ს“ მგზავრთა ადგილების გაბარიტების დასაშვები სტანდარტების, მათ შორის: სავარძლების ზედაპირის, სიგანისა და სიგრძის დადგენა მოსთხოვა, რაც თავისთავად მგზავრთა უსაფრთხოებისათვის აუცილებელია.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების, „Carriers Spirit Airline-სა“ და „Frontier Airline-ს“ სამგზავრო სავარძლებს შორის 71 სანტიმეტრიანი დაშორება, ინდუსტრიაში ყველაზე მცირედად ითვლება.
„არსებული მტკიცებულებების განხილვას ჯერ არ უჩვენებია უსაფრთხოების საჭიროება, მაგრამ FAA აგრძელებს საკითხის დეტალურ შესწავლას“- ამბობს აშშ-ს, იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიები წაყენებული მოთხოვნების თანახმად, ფორსმაჟორის შემთხვევაში ვალდებულნი არიან მგზავრების ევაკუირება 90 წამში შეძლონ, მაგრამ არ ევალებათ სავარძლების გაბარიტებზე რაიმე სახის კრიტერიუმების დაცვა.
FlyersRights ამბობს, რომ აშშ-ს ავიაკომპანიებმა 1970 წელს სავარძლებს შორის დისტანცია საშუალოდ 8-17 სანტიმეტრით შეამცირეს, რის გამოც შესაძლოა, ვერ მოხდეს მგზავრების დროული ევაკუირება.