24 თებერვლის შემდეგ უკრაინიდან სამოქალაქო თვითმფრინავი პირველად აფრინდა.

ავიაკომპანია Wizz Air-მა, რომელი ბორტიც რამდენიმე თვის განმავლობაში ლვოვში იყო ჩარჩენილი, საბოლოოდ ლვოვიდან აფრენის ნებართვა მიიღო.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გუშინ A320 HA-LWS აფრინდა ლვოვიდან და დაეშვა კატოვიცეში“, – განუცხადა CNN-ს იან პეჩენიკმა, Flightradar24-ის ფრენების თვალთვალის სამსახურის კომუნიკაციების დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწების შემდეგ უკაინის ცა სამოქალაქო ფრენებისთვის დახურულადაა გამოცხადებული.