მთავარი სიახლეები პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.pti.ge

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.pti.ge

251

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. აღნიშნული ვებ-გვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

აგრეთვე, 2018 წლის 3 იანვრიდან მოქმედებს ცხელი ხაზი – 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.

ავტოსატრანსპოტრო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცხელ ხაზზე მომხმარებლის მიერ დასმული კითხვები ძირითადად ეხება: ინსპექტირების ამოქმედების ეტაპებს; პერიოდულობას, ვადებსა და ღირებულებას; ასევე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირებას, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ადგილმდებარეობას, პროცედურებს, გამონაბოლქვის შემოწმებას და სხვ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეუფერხებელი გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ აკრედიტებულ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში.