პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ოლიმპიური პირადობისა და სააკრედიტაციო ბარათის (0IAC) და პარალიმპიური პირადობისა და სააკრედიტაციო ბარათის (PIAC) მოქმედების ვადად განსაზღვრულია, 2022 წლის 4 იანვარი -13 აპრილი.

ამ პერიოდში, აღნიშნული სააკრედიტაციო ბარათების მფლობელ პირებს შეუძლიათ, კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიაზე მრავალჯერ შესვლა და გასვლა.

ამასთან საზღვარზე, სააკრედიტაციო ბარათთან ერთად აუცილებელია მოქმედი პასპორტის წარდგენაც, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2022 წლის 13 მაისამდე და აკმაყოფილებდეს ჩინეთში შესვლის ზოგად წესებს.