ავიაკომპანია Pegasus-ი ახალ აქციას იწყებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მოგზაურობას განსაკუთრებულ ფასად სთავაზობს. როგორც კომპანიის შეტყობინებაშია აღნიშნული, აქციის ფარგლებში ბილეთების შეძენა $19-დან არის შესაძლებელი, რასაც ემატება აეროპორტის გადასახადები.
შეთავაზება ძალაშია 5-11 აგვისტოს პერიოდში დაჯავშნილი ბილეთებისთვის. მოგზაურობის პერიოდი კი გაცილებით ხანგრძლივია: 2025 წლის 25 აგვისტოდან 2026 წლის 29 მარტამდე.
აღნიშნული აქცია მოიცავს 100 000 ადგილს და ვრცელდება იმ ქვეყნებზე, სადაც Pegasus-ი ოპერირებს, მათ შორის საქართველოზე, აზერბაიჯანზე, ირანზე, იორდანიასა და სხვა ქვეყნებზე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ბილეთები შეიძინონ Pegasus-ის ოფიციალურ ვებგვერდზე – flypgs.com – ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით. კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს იჩქარონ, რადგან ადგილები შეზღუდულია.












