თურქულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა ევროპულ მწარმოებელ Airbus-თან 2012 წლის კონტრაქტში კიდევ ერთი ცვლილების შეტანაზე მიაღწია შეთანხმებას და მწარმოებელს კიდევ 36 ერთეული A321neo შეუკვეთა.
შედეგად, გადამზიდავს აქვს შეკვეთები A320 ოჯახის სულ 150 თვითმფრინავზე. ავიაკომპანიის ინფორმაციით, მათგან 108 ერთეული არის A321neo.
ახალი პარტიიდან 36-ვე თვითმფრინავი უნდა იყოს მიწოდებული 2029 წლის ბოლომდე.
Pegasus Airlines-ის ინფორმაციით, ის თურქეთში ყველაზე ახალგაზრდა ფლოტს მართავს, რომლის საშუალო ასაკი 4,5 წელია. მიმდინარე წლის ბოლომდე ავიაკომპანიას ფლოტში 108 თვითმფრინავი ეყოლება.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია თავისი ფლოტის 2/3-ს სტამბოლის საბიჰა გოკჩენის აეროპორტში აბაზირებს, რომელიც მისი ტრაფიკის 66%-ს ქმნის. გადამზიდავის სხვა ბაზებია ანკარა, ანტალია, იზმირი და ჩრდილოეთ კვიპროსი.
Pegasus Airlines-ი ამჟამად მართავს რვა Airbus A320ceo-ს, 46 ერთეულ A320neo-ს, 31 ერთეულ A321neo-ს და 14 ერთეულ Boeing 737-800-ს. ცნობილია, რომ კომპანიის ავიაპარკში მყოფი ყველა B-737 2025 წლისთვის „პენსიაზე“ გადის.