თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-იზმირის ავიარეისს ასრულებდა, უკან სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტში დაბრუნდა. როგორც Haberturk-ი იუწყება, თვითმფრინავის დაბრუნების მიზეზი საჰაერო ხომალდის ძრავში ფრინველის მოხვედრა გახდა. ფრინველი ძრავში თვითმფრინავის აფრენისას მოხვდა და ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ინციდენტის შედეგად არავინ არ დაზარალებულა. მგზავრები იზმირის მიმართულებით მალე, სხვა რეისით იქნებიან გადაყვანილნი.
შეგახსენებთ, რომ 5 თებერვალს Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც იზმირი-სტამბოლის ავიარეისს ასრულებდა ასაფრენ/დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. თვითმფრინავი 3 ნაწილად დაიშალა, შედეგად 3 მგზავრი დაიღუპა. ხოლო დანარჩენები დაშავდნენ