თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე სექტემბერში 4 ჩარტერულ რეისს განახორციელებს. საქართველოში Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ, კომპანია GASA-ში (გასა) განმარტავენ, რომ მგზავრებს საშუალება აქვთ შეიძინონ ბილეთები თბილისიდან როგორც სტამბოლის, ასევე სტამბულის გავლით მსოფლიოს 111 ქალაქის მიმართულებით.
Pegasus Airlines-ი სტამბოლის მიმართულებით თვის განმავლობაში ფრენებს ყოველ 6-13-20-27 სექტემბერს განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე ჩარტერული რეისი არის გამყვანი და ამ რეისებით საქართველოში მგზავრების შემოყვანა არ მოხდება.
Pegasus Airlines-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოგჩენის მიმართულებით მოახდენს მგზავრების ტრანსპორტირებას.
თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს როგორც თურქეთის ასევე ევროპის კონკრეტულ ქვეყანასთან, სადაც სურთ გამგზავრება.
აღსანიშნავია, რომ Pegasus Airlines-მა სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე აგვისტოში ერთი ჩარტერული რეისი 16 აგვისტოს უკვე განახორციელა, ხოლო მეორე და მესამე რეისს 23 და 30 აგვისტოს შეასრულებს.