თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე ჩარტერული ავიარეისების რაოდენობას ზრდის და სექტემბერში მთლიანობაში 7 რეისს განახორციელებს, საიდანაც ერთი 2 სექტემბერს უკვე შეასრულა. საქართველოში Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ, კომპანია GASA-ში (გასა) განმარტავენ, დამატებითი  ჩარტერული რეისი 16 და 23 სექტემბრისთვის დაინიშნა, რაზეც ავიაკომპანიამ შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო. 

შესაბამისად Pegasus Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ჩარტერულ რეისებს 6-13-16-20-23-27 სექტემბერს განახორციელებს. ყველა რეისი არის გამყვანი და Pegasus Airlines-ი მგზავრების ტრანსპორტირებას მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოგჩენის მიმართულებით მოახდენს. მგზავრებს საშუალება აქვთ შეიძინონ ბილეთები თბილისიდან როგორც სტამბოლის, ასევე სტამბულის გავლით მსოფლიოს 111 ქალაქის მიმართულებით.

ევროპის ქალაქების მიმართულებით, ავიაბილეთების ღირებულება, ამ დროისთვის 259 ევროს შეადგენს.
სტამბულის მიმართულებით კი, 129 ევროს.

თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს როგორც თურქეთის ასევე ევროპის კონკრეტულ ქვეყანასთან, სადაც სურთ გამგზავრება.