თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი ქსელის გაფართოებას განაგრძობს. 2020 წლისთვის ავიაკომპანია 3 ახალ მიმართულებას ამატებს. 29 მარტიდან ავიაკომპანია ანკარასა და ლონდონის სტანსტედის აეროპორტს ერთმანეთთან დააკავშირებს. ავიაბილეთის საწყისი ღირებულება 59.99 ფუნტია. 8 ივნისიდან Pegasus Airlines-ის მიმართულებებს დაემატება ასევე ანტალია-ლონდონის (სტანსტედის აეროპორტი) მიმართულება. აღნიშნულ მარშრუტზე კი ცალმხრივი ავიაბილეთის ფასი 69.88 ფუნტიდანაა. 

Pegasus Airlines-ი  იწყებს ასევე ოპერირებას სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან ჰელსინკის მიმართულებაზე.