თურქული „ლოუკოსტერი“ Pegasus Airlines-ი ქალაქ იზმირიდან უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს.
როგორც გამოცემა Turob წერს, აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია პირველი ფრენას 9 ივლისს განახორციელებს. Pegasus Airlines-ი ფრენას იზმირიდან Adnan Menderes Aiport-დან (ADB) გეგმავს.
ახალი მიმართულება უკრაინელი ტურისტებისათვის დამატებითი გზაა ზაფხული ეგეოსის ზღვის სანაპიროზე გაატარონ.