თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი დანიის, ფინეთის, ნორვეგიის და შვედეთის მიმართულებით 50%-იან ფასდაკლების აქციას აცხადებს.
როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 29 მაისი ჩათვლით უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 15 სექტემბრიდან 27 ოქტომბრამდე პერიოდში დაიგეგმოს.
„აღმოაჩინეთ დანია, ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი ამ ექსკლუზიური 50%-იანი ფასდაკლებით!
დაჯავშნეთ თქვენი ფრენები 50%-იანი ფასდაკლებით (გადასახადების გამოკლებით) სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს მგზავრობის და მოგზაურობისთვის“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.