თურქეთის ავიაციის ფლაგმანმა Turkish Airlines-მა ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის წინასწარი გაყიდვები, განსაკუთრებული შეთავაზებით დაიწყო. აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 4 ივნისამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 2024 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2025 წლის 26 მარტამდე დაიგეგმოს. აქცია შეეხება ყველა იმ მიმართულებას, სადაც Turkish Airlines-ი ოპერირებს.

„აღმოაჩინე შენი შემდეგი მიმართულება სპეციალური ფასებით! იფრინე საოცნებო მიმართულებით Turkish Airlines-თან ერთად“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.