თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გულიზ ოზთურქმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია ავიაპარკის ზრდას 2024 წელსაც გააგრძელებს და მას დამატებით 17 ერთეულ Airbus A321NEO-ს შემატებს.
გულიზ ოზთურქმა აღნიშნა, რომ იმ თვითმფრინავების გათვალისწინებით, რომლებიც 2024 წელს კომპანიის ავიაპარკს გამოაკლდებიან, ზრდა მაინც 12%-იანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ Pegasus Airlines-ი ამჟამად ახორციელებს ფრენებს 96 საერთაშორისო მიმართულებით.
გიულუზ ოზთურქმა თქვა, რომ ქალაქები, რომლებშიც ფრენებს უახლოეს მომავალში Pegasus Airlines-ი დაიწყებს არის კიშინიოვი, ლისაბონი და ალექსანდრია.
აღსანიშნავია ისიც, რომ Pegasus Airlines საქართველოში ახალ მარშრუტს ექსპლუატაციაში 22 დეკემბრიდან შეიყვანს და საკუთარ საერთაშორისო მიმართულებებს უკვე ქუთაისსაც დაამატებს. სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე Pegasus Airlines-ი ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.
Pegasus Airlines-ი საქართველოში ამჟამად თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებით ოპერირებს.