დაუვიწყარი მოგზაურობა უფრო მეტია ვიდრე დანიშნულების ადგილზე ჩასვლა. მგზავრების კმაყოფილება და მათთვის დაუვიწყარი ემოციების შექმნა, პირველ რიგში იმ სერვისით იწყება, რომელსაც მოგზაურობისას ავიაკომპანიები საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობენ.
მგზავრებისათვის საუკეთესო გამოცდილებისა და განწყობის შესაქმნელად, ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს და საჰაერო ბორტზე მგზავრებს Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ისა და ცნობილი შეფ მზარეულების კვებას სთავაზობს.

„Georgian Wings-ი ორიენტირებულია მგზავრების მომსახურების მაღალ ხარისხზე და ამიტომაც არჩევანი შეჩერდა Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ს მიერ მომზადებულ ბორტკვებაზე. ჩვენი მხრიდან კოლაბორაცია შედგა ისეთ ბრენდთან, რომელიც უკვე ავტომატურად ასოცირდება მაღალ ხარისხთან და დახვეწილ მომსახურებასთან. აღნიშნული გადაწყვეტილებით ავიაკომპანია, ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ქართულ ავია ბაზარზე, მგზავრებისთვის. Georgian Wings-ს მიაჩნია, რომ კარგი და ხარისხიანი კვება, თუ სხვადასხვა სერვისების შეთავაზება ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ რეისებზე უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს Georgian Wings-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა ქორთოშიძე.

Sheraton-ის და Georgian Wings-ის თანამშრომლობის ფარგლებში, მგზავრებს სრულიად ახალი და დაუვიწყარი მენიუ ელოდებათ, რომელიც საერთაშორისო და ქართული გემოების ნაზავია.

Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ს აღმასრულებელი შეფი კახაბერ ელბაქიძე -.„Georgian Wings-ის მგზავრებისთვის შევქმენით მრავალფეროვანი მენიუ, რომელიც აერთიანებს ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს გემოებს. ჩვენი მენიუ მოიცავს სხვადასხვა ტრადიციული კულინარიის მიქსს: გრილზე შემწვარი საქონლის ხორცი მდოგვთან – ბრიტანული სამზარეულოს სიმდიდრე, წვნიანი საქონლის ხორცი და მდოგვის სოუსი.

გრილზე შემწვარი ბოსტნეული კორეულ სტილში – კორეული სამზარეულოს მოყვარულებს, ჩვენი სენდვიჩი სთავაზობს გრილზე შემწვარ ბოსტნეულს ცხარე კიმჩის სოუსთან ერთად.

ხმელთაშუა ზღვის ჰარმონია „კაპრეზე“ – იტალიური გასტრონომიის პატივსაცემად, გთავაზობთ პომიდვრის, მოცარელას და ბაზილიკის პესტოს ჰარმონიულ მიქსს.