თურქული “ლოუკოსტერი” Pegasus Airlines-ი ყირგიზული კომპანია Air Manas-ს აქციათა 49%-ს ყიდის. შესაბამისი გადაწყვეტილება Pegasus Airlines-ის დირექტორთა საბჭომ, 12 სექტემბერს, უკვე მიიღო.
იმავე დღეს, Pegasus Airlines-მა გააფორმა ხელშეკრულება AviaTrade Corp-თან Air Manas-ში არსებული წილის მიყიდვის შესახებ. AviaTrade Corp. LP რეგისტრირებულია 2018 წელის 8 იანვარს ჩრდილოეთ ირლანდიაში.