თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ნოემბერში რამდენიმე ჩარტერულ რეისს შეასრულებს, საიდანაც ორი რეისი იქნება შემომყვანი, ხოლო დანარჩენი გამყვანი. 

საქართველოში Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ში (გასა) განმარტავენ, რომ Pegasus Airlines-ი სტამბოლი-თბილისის მიმართულებაზე მგზავრებს მოემსახურება 18 და 25 ნოემბერს დაგეგმილ რეისებზე.

PC 314 18 ნოემბერი, სტამბული – თბილისი, 23:55 – 03:10
PC 314 25 ნოემბერი, სტამბული – თბილისი, 23:55 – 03:10

რაც შეეხება გამყვან ავიარეისებს, Pegasus Airlines-ი შემდეგ თარიღებში განახორციელებს: 5,8,12,15,19 და 26 ნოემბერი.

მგზავრებს საშუალება აქვთ შეიძინონ ბილეთები თბილისიდან როგორც სტამბოლის, ასევე სტამბულის გავლით მსოფლიოს 111 ქალაქის მიმართულებით.

თბილისი – სტამბოლი 88.49 ევროდან,

თბილისი – ევროპის ქალაქები 148.48 ევროდან.

თუმცა, ბილეთების შეძენამდე, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გაეცნონ საზღვრის კვეთის პროცედურებს როგორც თურქეთის ასევე ევროპის კონკრეტულ ქვეყანასთან, სადაც სურთ გამგზავრება.