პასპორტის დაკარგვა ან მოპარვა ნებისმიერი მოგზაურისთვის ნამდვილი კოშმარია, თუმცა არსებობს ერთი მარტივი წინასწარი ზომა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას საგრძნობლად აჩქარებს. მოგზაურობის ექსპერტები გვირჩევენ, რომ გამგზავრებამდე აუცილებლად გადავიღოთ პასპორტის უკანა გვერდზე დატანილი შტრიხკოდის ფოტო. სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ასობით ათასი პასპორტი იკარგება, ამ ციფრული ასლის ქონა კი დოკუმენტის აღდგენის პროცესს „ექსპონენციალურად“ აჩქარებს.

პასპორტის შტრიხკოდი შეიცავს დაშიფრულ პერსონალურ ინფორმაციას: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, მოქალაქეობასა და პასპორტის ნომერს. დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში, როდესაც მგზავრი საელჩოს ან საკონსულოს მიმართავს, აღნიშნული კოდის ფოტო საშუალებას აძლევს თანამშრომლებს მომენტალურად მოახდინონ პიროვნების ვერიფიკაცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მოგზაურს თან არ აქვს სხვა სახის საიდენტიფიკაციო საბუთები.

თუ მოგზაურობისას პასპორტი მაინც დაკარგეთ, პირველი ნაბიჯი მისი დაუყოვნებლივ გაუქმებაა ონლაინ ან ფოსტის მეშვეობით, რათა თავიდან აიცილოთ პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენება. ამის შემდეგ უნდა დაუკავშირდეთ უახლოეს საელჩოს, სადაც შტრიხკოდის ფოტოსა და სხვა მონაცემების საფუძველზე, შესაძლოა 24 საათშიც კი მიიღოთ საგანგებო პასპორტი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში იქნება ვალიდური და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მოგცემთ.