გერმანული კომპანია Volocopter-ის უპილოტო საჰაერო ტაქსმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზის ცაზე პირველი საცდელი ფრენა განახორციელა.
საჰაერო ტაქსი ბორტზე მყოფი მგზავრით პონტუაზ-კორმეის აეროდრომიდან აფრინდა და ჰაერში წრე შემოხაზა.
Volocopter გეგმავს, რომ ამ მოწყობილობების პირველი კომერციული ფრენები ქალაქში 2024 წელს დაიწყოს, ანუ მაშინ როდესაც საფრანგეთში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება.