ჩინეთი და დასავლეთი შეამცირებენ ერთმანეთზე დამოკიდებულებას გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ არ არის საუბარი კავშირების სრულ გაწყვეტაზე, განაცხადა Airbus-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიომ ფორიმ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Handelsblatt ავრცელებს.

„ვფიქრობ, ეკონომიკური ზონების დაყოფა წარმოუდგენელია“, – განუცხადა მან გაზეთს. „არა მგონია, რომ ეს რეალისტური სცენარია.

Handelsblatt-ის ცნობით, Airbus-ს ჩინეთში ბაზრის 50%-იანი წილი აქვს საკუთარი წარმოების წყალობით.

„ჩვენ გვინდა მისი გაფართოება და ამის კარგ საფუძველს ვხედავ, რადგან ჩვენი პროდუქცია ქვეყანაში მოთხოვნადია“, – დასძინა ფორიმ.