კომპანია Nightjet-ი დაპირებას იძლევა, რომ წელს გერმანიისა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის ღამის პირდაპირ მატარებლები გამოუშვებს. აღნიშნული რეისების ამოქმედება დეკემბერშია დაგეგმილი.
პირველი მატარებელი ბერლინიდან პარიზში 11 დეკემბერს გაემგზავრება, რომელიც უკან მეორე დღეს დაბრუნდება. თავდაპირველად მატარებლები მარშრუტზე კვირაში სამჯერ იმოძრავებენ. 2024 წლის ოქტომბრიდან რეისები ყოველდღიურად განხორციელდება.
მგზავრობის დრო დაახლოებით 14 საათია. ბერლინიდან გამგზავრება 20:18 საათზე, პარიზიდან 19:12 საათზე იგეგმება.
Nightjet ცხრა წელია არ ფუნქციონირებდა. 2021 წელს კომპანიამ, რომელსაც მართავს ავსტრიული ოპერატორი ÖBB, მუშაობის განახლება.