„ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე სკრინინგი ხორციელდება , რაშიც ჩვენც ვართ  ჩართულები, მაგრამ ალბათ მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და  ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის ზონაში მყოფ ქვეყნად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი, რომ უფრო მშვიდად ვიყოთ,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად საკოორდინაციო ჯგუფშია გაერთიანებული, რომელიც ყველაფერს აკეთებს აუცილებელი პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად.