ჩინეთს და მთელს მსოფლიოს ახალი კორონავირუსი უტევს. ჩინეთის ქალაქ ხანჩოუს ერთ-ერთმა სასტუმრომ გადაწყვიტა, რომ სტუმრებს საუზმე რობოტების მეშვეობით მიაწოდოს. 

ჩინური გამოცემა Global Times-ი წერს, რომ სასტუმრო 16 სართულიანია და იქ 200 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც ქალაქ უხაში დაინფიცირებულ ერთ-ერთ მგზავრთან ერთად იმგზავრეს. ამის გამო კი 2 კვირით ამ ადამიანების იზოლირება გადაწყდა. ჩინურ მედიაში სასტუმროს სახელი არ ვრცელდება. თუმცა გადაწყვეტილია, რომ სასტუმროში დღეიდან სტუმრებისთვის საკვების დარიგებაზე რობოტი იზრუნებს.

როგორც ირკვევა, რობოტი სასტუმრო ნომერთან მივა და სტუმარს საკვებს მიაწვდის.