პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ფრენების რაოდენობა დაახლოებით 3%-ით არის გაზრდილი. ამაზე EUROCONTROL-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მეტყველებს.
20-დან 26 ოქტომბრამდე საქართველოში შესრულებული ფრენების რაოდენობა (გაფრენა-მოფრენა) EUROCONTROL-მა 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს შეადარა.
2019 წელთან შედარებით, ყველაზე პოზიტიური ტენდენცია ალბანეთსა და სომხეთშია, სადაც ფრენების რაოდენობა, შესაბამისად, 50 და 44%-ით არის გაზრდილი.
უკრაინაში ომის გამო ფრენების რაოდენობა 100%-ით არის შემცირებული. ლატვიასა და ფინეთში კლება 28%-ს, ჩეხეთში კი 27ს შეადგენს.
ამასთან, EUROCONTROL-მა შესრულებული ფრენების რაოდენობა წინა კვირის მონაცემებსაც შეადარა. საქართველოში 20-26 ოქტომბერს 111 ფრენა განხორციელდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.