ჩვენ ამ ეტაპზე მივაღწიეთ შემოსავლების დაახლოებით 135-140%-ს 2019 წელთან შედარებით, რაც ნიშნავს იმას რომ ჩვენ გაცილებით უკეთესი შედეგი გვაქვს ვიდრე მთლიანად ინდუსტრიას, – განაცხადა ავიაკომპანია Wizz Air-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ BM TV-ს გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე გიორგი მოლოდინაშვილთან ერთად“ სტუმრობისას.
ჯოზეფ ვარადი აცხადებს, რომ ავიაკომპანია იმ ბაზრებზე სადაც პანდემიამდე ოპერირებდა 100%-ით უკვე დაბრუნდა.
„მოცულობების, ასევე შემოსავლების თვალსაზრისით. რაც შეეხება მთლიან ჯგუფის შედეგს, მოგეხსენებათ ჩვენს ჯგუფში 4 ავიაკომპანია შედის, ახალ ბაზრებზე, რომელზეც ცოტახნის წინ გესაუბრეთ აქ 35%-იან ნიშნულს მივაღწიეთ პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ჩვენს ჯგუფში შედის 2 ევროპული ლიცენზიის მქონე ავიაკომპანია Wizz Air Hungary, Wizz Air Malta, ასევე ერთი ბრიტანული ავიაკომპანია Wizz Air UK, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს ბრექსიტის პირობებში და რა თქმა უნდა ჩვენი ავიაკომპანია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში Wizz Air Abu Dhabi“, – აცხადებს ვარადი.