COVID-19-ის პანდემიამდე, ჩინეთში აშშ-ს მთავარი საექსპორტო პროდუქტები სამგზავრო თვითმფრინავები და მათი კომპონენტები იყო.

Boeing-მა და აშშ-ს სხვა საავიაციო კომპანიებმა 2019 წელს ჩინეთში ექსპორტიდან 13 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მიუხედავად დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთისთვის გამოცხადებული სავაჭრო ომისა.

ეს თანხა შეიძლებოდა რამდენჯერმე მეტიც ყოფილიყო, რომ არა ჩინელი ჰაკერების მიერ ამერიკული კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა. მაგალითისთვის, მხოლოდ Honeywell 2015 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში 12-ჯერ დააჰაკერეს.