პაკისტანის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო ავიაბილეთებზე ფასის ზრდა გარდაუვალია. როგორც უცხოური მედია წერს, იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც გადაადგილებისთვის პაკისტანის საჰაერო სივრცეს იყენებდნენ, ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ფინანსურ ზარალს ნახავენ.
მათ დანიშნულების პუნქტში ჩასასვლელად ზედმეტი მილების დაფარვა უწევთ. შესაბამისად, ამ ფონზე კი ავიაბილეთების ტარიფის ზრდაც მოხდება. წინასწარი გათვლებით, იმ ავიამიმართულებებზე, რომლისთვისაც აქამდე პაკისტანის საჰაერო სივრცე იყო გამოყენებული, ავიაბილეთები 12-15%-ით გაძვირდება.