ავიაკომპანია Geosky-მ წარმატებით გაიარა IOSA RBI 2025 აუდიტი (IATA Operational Safety Audit – Risk-Based IOSA), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის შესაბამისობას საერთაშორისო და ეროვნული რეგულაციების უმაღლეს სტანდარტებთან ოპერაციული უსაფრთხოების, ხარისხისა და მართვის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ Geosky-მ პირველი IOSA აუდიტი წარმატებით გაიარა 2023 წელს, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ავიაკომპანიის უწყვეტი განვითარებისა და სისტემური გაუმჯობესების გზას — გამართული მენეჯმენტი, კონტროლის მექანიზმები და რისკზე დაფუძნებული ოპერირების ეფექტიანობა.
IOSA სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს IATA, წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს იმისა, რომ ავიაკომპანია მოქმედებს ოპერაციული უსაფრთხოების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით.
„IOSA RBI 2025 აუდიტის წარმატებით დასრულება ჩვენი ავიაკომპანიისთვის არის სტრატეგიული მიღწევა, რომელიც ადასტურებს Geosky-ს მზაობას იმუშაოს საერთაშორისო სტანდარტებით და მაღალი პასუხისმგებლობით. განსაკუთრებულად აღსანიშნავია, რომ აუდიტი ჩატარდა რისკებზე ორიენტირებული მიდგომის საფუძველზე. ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის,“ – განაცხადა Geosky-ს ხარისხის უზრუნველყოფის დირექტორმა დავით ნერსეზაშვილმა.
IOSA RBI 2025 აუდიტის წარმატებით დასრულება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ Geosky სისტემურად მართავს რისკებს, ინარჩუნებს მაღალ ხარისხსა და ოპერაციულ უსაფრთხოებას, და აგრძელებს განვითარებას გლობალური სტანდარტების შესაბამისად.