ომანის სასულთნოს დედაქალაქის, მუსკატის საერთაშორისო აეროპორტის (MCT / OOMS) ფუნქციონირება, გუშინ, რამდენიმე საათით პარალიზებული იყო. აეროპორტის პარალიზების მიზეზი კი ელექტროენერგიის გათიშვა გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის პრობლემები შეეხო მთლიანად დედაქალაქს და ქვეყნის რამდენიმე პროვინციას.