აშშ-ში, ოჰაიოს შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ მარიეტაში ორძრავიანი თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
King Air-ის E90 ტიპის თვითმფრინაბი ავტომანქანების სადილერო კომპანიის პარკინგზე ჩამოვარდა. ოჰაიოს შტატის მაგისტრალის პატრულმა, ლეიტენანტმა ნათან დენისმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ დაღუპულია თვითმფრინავის პილოტი და ერთი მგზავრი.
თვითმფრინავი, რომელიც დასავლეთ ვირჯინიაში მიფრინავდა, კოლუმბუსის ჯონ გლენის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. დაზიანდა რამდენიმე ავტომანქანა და სადილერო კომპანიის შენობა, თუმცა ხმელეთზე მყოფი ადამიანები არ დაშავებულან. ქალაქის მცხოვრებლებმა აფეთქების ძლიერი ხმა გაიგეს. ასევე შესამჩნევი იყო მუქი კვამლი, რომელიც თვითმფრინავის აალების შემდეგ გამოჩნდა.