ნორვეგია ელექტრონულ საავიაციო სამგზავრო გადაზიდვებზე გადადის. სლოვაკური ავიამშენებელი კომპანია Pipistrel-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტრო თვითმფრინავის Alpha Electro-ს ტესტირება მიმდინარეობს, რომელიც ნორვეგიული აეროპორტის ოპერატორი კომპანია Avinor-ის შეკვეთაა.

ნორვეგიის მთავრობის გათვლებით, 2040 წლისთვის შიდა გადაზიდვები მთლიანად ელექტრო თვითმფრინავებით მოხდება.

აღსანიშნავია, რომ Alpha Electro-ს პირველი საცდელი ფრენა ოსლოს აეროპორტიდან განხორციელდება და მისი პირველი მგზავრი ნორვეგიის ტრანსპორტის მინისტრი იყო.

ქვეყანა 2025 წლიდან ამ თვითმფრინავებით გეგმავს მგზავრების გადაყვანას. 2040 წლიდან კი ყველა შიდა ფრენის განხორციელება მსგავსი ელექტრო თვითმფრინავებით იგეგმება. 

აღსანიშნავია, რომ ელექტრო თვითმფრინავი ჩვეულებრივზე ნაკლებ ხმაურიანია და 600 კილოგრამი ტვირთამწეობის შესაძლებლობა აქვს.