ავიაკომპანია NordWind-ის თვითმფრინავმა ანტალიის აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა. ლაინერი ტუნისიდან დონის როსტოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს, თუმცა ძრავის პრობლემების გამო ანტალიაში საგანგებოდ დაეშვა.
Boeing 737-ის ბორტზე 150 მგზავრი იმყოფებოდა.
ავიაკომპანია ჩარტერულ რეისს ასრულებდა და რუსი ტურისტები ტუნისიდან სამშობლოში მოჰყავდა. მგზავრების დანიშნულების ადგილზე ჩასაყვანად რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით სხვა ბორტი გაიგზავნა.